logo_geo
eng_logo
გალის საავადმყოფოში ე.წ. ღორის გრიპის სიმპტომები არ დაფიქსირებულა
- +

14 იანვარი. 2019. 11:53

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გალის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე ლია გამისონიამ საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადა, რომ გრიპის შემთხვევები გახშირდა, მაგრამ ე.წ. ღორის გრიპის სიმპტომები არ ყოფილა.

 

„გართულებების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა გრიპის შემთხვევები გახშირდა, მაგრამ ე.წ. ღორის გრიპის სიმპტომები არ ყოფილა. დღის განმავლობაში რვა ადამიანმა მოგვმართა“, - განაცხადა ლია გამისონიამ.

 

მისივე თქმით, პაციენტების მკურნალობა სიმპტომატურად მიმდინარეობს, ხოლო გრიპით დაავადების რაოდენობის ზრდას საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსს უკავშირებს.

 

„ვინაიდან საზღვარი საქართველოსთან ჩაკეტილია ამ ვირუსის გამო, ხალხი შეშფოთებულია. თუ ადრე სახლში მკურნალობდნენ, ახლა ექიმებს მიმართავენ“, - აღნიშნა გამისონიამ.

 

ლია გამისონიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გალის რაიონში არ არის ლაბორატორიები, სადაც ზუსტად შეიძლება გრიპის სახეობის დადგენა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner