თბილისში სადღესასწაულო ილუმინაციების და საახალწლო სოფლის დემონტაჟი 15 იანვრიდან დაიწყება.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე ღონისძიებები ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდა. საახალწლო კონცერტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი წლის დადგომა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავრობა თბილისის განვითარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.