პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს დავით მათიკაშვილს დაეკისრა.
შესაბამისი გადაწყვეტილება კომიტეტმა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 11 ხმით მიიღო.
შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით მათიკაშვილი, კომიტეტს დროებით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე უხელმძღვანელებს.