logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ჩემთვის მთავარია პარლამენტში ბევრი თანამოაზრე ვიპოვო
- +

14 იანვარი. 2019. 13:49

 

პარლამენტის უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტში თანამოაზრეები იპოვოს.

 

„ახლა ჩემთვის მართლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად, რომელ სართულზე, რა კვადრატული ფართის ოთახში ვიმყოფები. ჩემთვის ახლა მთავარია ამ სივრცეში, რასაც ჰქვია პარლამენტის და ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, ვიპოვო ბევრი თანამოაზრე, რომ მიზანი იყოს მიღწეული და არ მოხდეს იმ მოსამართლეების არჩევა, ვინც ჩვენს ქვეყანის მომავალს სამართალს გაუმრუდებს. ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა დროებითი ადგილი სად არის, რომელ ფლიგელშია, რამდენი კვადრატულია და ა.შ. ნივთების გადმოტანაში გუშინ დამეხმარნენ თანამშრომლები. სხვათაშორის, ჩემი მასალები და დოკუმენტები ვერსად დაეტია და ამისთვის დამჭირდა მეთხოვა გედევან ფოფხაძისთვის, რომ წიგნების და დოკუმენტების ნაწილი მასთანაც განთავსდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner