საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ეკა ბესელიას განცხადებას, რომლის თქმითაც, მოსამართლეთა სიის განხილვის შეჩერება და კრიტერიუმების შემუშავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სწორედ მისი გადადგომის შედეგად მოხდა.
„სასამართლოსთან დაკავშირებული ორივე გადაწყვეტილება, პირველი - საკითხის საგაზაფხულო სესიაზე განხილვა და მეორე - პროცედურის და კრიტერიუმების შემუშავება, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ საკითხზე უმრავლესობის შიგნით ვერც ერთ რომელიმე წევრს ვერ ექნება მონოპოლია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ის დისკუსია, რომელიც გუნდსა და საზოგადოებაში იყო, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული იყო“, - განაცხდა არჩილ თალაკვაძემ.