logo_geo
eng_logo
„მნიშვნელოვანია, უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა შორის არ იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს“
- +

14 იანვარი. 2019. 14:38

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია შემუშავდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვერ იქნება წარმოდგენილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა შორის ის მოსამართლე ან ის მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს.

 

მისი თქმით, პირველ ეტაპზე ის მიზანი, რაც დასახული იყო და რომელიც სიის განხილვის შეჩერებას გულისხმობდა, მიღწეულია და ახლა მთავარია მეორე ეტაპი შესრულდეს წარმატებით.

 

„ახლა მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი. პროცესი არ დასრულებულა. ამ პროცესში მეც და ჩემი თანამოაზრეებიც და კოლეგებიც ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო მიზანი შესრულდეს - სამართლიანი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება დავუტოვოთ ამ ქვეყანას და ჩვენს მომავალს, რომ შემუშავდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვერ იქნება წარმოდგენილი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა შორის ის მოსამართლე ან ის მოსამართლეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს, ქმნიდნენ ამ სასტიკ რეჟიმს და იყვნენ მისი მსახურნი.

ეს არის პრინციპული საკითხი, რომელზეც შემდეგ ეტაპზე ანუ მეორე ეტაპზე ვიყო აქტიური, როგორც ყველა ჩემი კოლეგა და თანამოაზრე,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner