logo_geo
eng_logo
დავით კირკიტაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
- +

14 იანვარი. 2019. 14:42

 

დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც გამოძიება მას გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, სასამართლომ გაამართლა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი დარახველიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

 

მას აღკვეთის ღონისძიება გირაოც გაუუქმდა.

 

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც მიმდინარეობს. მას ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.

 

აღნიშნულ საქმეზე კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner