„თუ ვინმე ელოდება, რომ გუნდის წევრებს შორის კომუნიკაცია აგრესიული სახით, სატელევიზიო კომენტარების რეჟიმში გაგრძელდება, ეს ასე არ იქნება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„თუ ვინმე ელოდება, რომ გუნდის წევრებს შორის კომუნიკაცია აგრესიული სახით, ერთმანეთთან სატელევიზიო კომენტარების რეჟიმში გაგრძელდება, ეს ასე არ იქნება. იანვარში უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც საგაზაფხულო სესიისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ, მათ შორის იმ მოსაზრებების განხილვა მოხდება, რაც ჩვენი გუნდის ცალკეულ წევრებს აქვთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.