ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სიძულვილის ენა არის თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს გამოწვევა და პრობლემის დასაძლევად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ სიძულვილის ენით საუბარი გამოწვევაა, თუმცა რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს ამის აღმოსაფხვრელად, რაიმე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და მზა დოკუმენტი არ არსებობს.
„სიძულვილის ენა კომუნიკაციის ძალიან ცუდი ფორმაა. არა მგონია, საზოგადოებას, ჟურნალისტებს პოლიტიკაში სიძულვილის ენით საუბარი მოსწონდეს. ამ საკითხზე მსჯელობა შესაძლებელია, თუმცა კონკრეტულად ცილისწამებაზეა საუბარი თუ ე.წ. ფეიკ ნიუსების გავრცელებაზე, რაიმე დოკუმენტი არ მინახავს, რაზეც დღეს შეიძლება საუბარი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.