ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ფოფხაძის კანდიდატურა გაცილებით ადრე იყო შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან.
„თუ რა მოხდა სინამდვილეში და რა არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, ამაზე ბატონმა ბიძინამ თავის განცხადებაში გააკეთა დეტალებზე აქცენტი. ამიტომ, მე მგონია, რომ არ იქნება მართებული, ამ განცხადების მიღმა კიდევ რაღაც შეთქმულების თეორიებზე ვისაუბროთ. ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ძალიან ნათლად იყო გამოხატული მის განცხადებაში“, - განაცხადა სოფო კილაძემ.