ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე პრემიერ-მინისტრის მიერ ტრისტან წითელაშვილისთვის საახალწლო მილოცვის გაგზავნას გამოეხმაურა. კილაძის თქმით, ყველაზე კარგი იქნება, თუ მამუკა ბახტაძე თავად გააკეთებს ამაზე განმარტებას.
„ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, როდესაც მამუკა ბახტაძე თვითონ გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას და თვითონ იტყვის, თუ რა იდგა ამ კონკრეტული გადაწყვეტილების უკან. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს რაღაც ხარვეზიც ყოფილიყო. მგონია, რომ ყველაზე კარგი იქნებოდა, ამაზე ბატონმა მამუკამ გააკეთოს განცხადება და ის ბუნებრივია, ყველა დეტალს მოჰფენს ნათელს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა პრემიერის მიერ ტრისტან წითელაშვილისთვის საახალწლო მისალოცის გაგზავნა გააპროტესტა.