logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ეს პროვოკაცია „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა!
- +

22 მაისი. 2016. 21:43


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ვიმყოფები კონკრეტული მიზეზით- ხვალ ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომა იმართება პარიზში, სადაც საქართველოს თემაზე მომხსენებლებს მოვუსმენ და ხელისუფლების პოზიციებსაც გავაცნობ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არაერთ საკითხზე, ცხადია ყურადღებით ვადევნებ თვალს სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებს."- პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე  კორცხელში საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება:


არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროვოკაცია ნაციონალურ მოძრაობას" ჭირდებოდა იმისთვისაც, რომ ხვალინდელ სხდომაზე აქ, ევროპელ კოლეგებს წაქცეული თუ ნაცემი ბოკერია-მელიას ფოტოები აუფრიალონ და საარჩევნო პროცესის და მთლიანად ხელისუფლების დისკრედიტაცია კიდევ ერთხელ სცადონ, რასაც ვერ მიაღწევენ!

 

თუმცა, დაბეჯითებით მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლებაში ახლა ჩვენ ვართ და განცხადებებით ვერ შემოვიფარგლებით, თუ კანონი დაირღვა, პროვოკაცია დაიგეგმა, განხორციელდა თუ კიდევ იგეგმება, არ ვიცი, პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას! საარჩევნო პროცესისთვის, ხმის მიცემისთვის ხელშეშლა, ამომრჩეველზე ზეწოლა, უბნებზე წესრიგის დარღვევა, ძალადობა, ცემა- დანაშაულია და სწორედ, სამართალდამცავი ორგანოებისგან, პოლიციისგან მოვითხოვ შესაბამის და დროულ რეაგირებას, თუ ვინმე ქვას ისვრის, განცხადებით კი არა კანონით უნდა ვუპასუხოთ! ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს ძალადობა ამ ქვეყანაში და ამისთვის კონკრეტული მოქმედება და დანაშაულის აღკვეთაა საჭირო, ვინც არ უნდა ჩაიდინოს ის!"- აღნიშნავს კობახიძე. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner