საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის განხილვის შეჩერება „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურებაა.
„სიის განხილვა რომ შეჩერდა და ჩვენ უფრო მეტი დრო ავიღეთ, რათა ეს პროცესი უფრო გამჭვირვალედ წარვმართოთ, მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურებაა, რომლის სათავეში ბიძინა ივანიშვილი დგას. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და სხვა ლიდერები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს პროცესი მშვიდად, ფართო ჩართულობით და საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე წარიმართოს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.