logo_geo
eng_logo
საბერძნეთში პოლიციამ აქციის მონაწილე მასწავლებლების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა
- +

14 იანვარი. 2019. 20:59

საბერძნეთში პოლიციამ აქციის მონაწილე მასწავლებლების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. აქცია ათენში, პარლამენტის შენობასთან იმართებოდა.

 

მომიტინგეები მთავრობას მოუწოდებდნენ უარი თქვას რეფორმაზე, რომელიც სახელმწიფო სექტორში დასაქმების პირობებს ცვლის.

 

ადგილობრივის მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა რამდენჯერმე სცადეს პოლიციელების კორდონის გარღვევა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. მიუხედავად ამისა, მომიტინგეები დაშლას არ აპირებენ. სინტაგმას მოედანზე დაახლოებით 3 000 ადამიანია შეკრებილი.

 

ბერძენი მასწავლებელები უკვე მეორედ მართავენ საპროტესტო აქციას. მანამდე მათ 24-საათიანი გაფიცვა მოაწყვეს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროებით დასაქმებულ პედაგოგებს სკოლებში უვადო კონტრაქტი გაუფორმდეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner