logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი დონალდ ტრამპსა და მაიკ პომპეოს შობა-ახალი წლის მოლოცვისთვის მადლობას უხდის
- +

14 იანვარი. 2019. 23:42

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შობა-ახალი წლის დღესასწაულების მოლოცვისთვის მადლობას უხდის.

 

როგორც ზალკალიანი აცხადებს, საქართველოს ყოველთვის აქვს აშშ-ის მტკიცე მეგობრობისა და მხარდაჭერის იმედი.

 

„გულითად მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს და მათ ოჯახებს, შობა-ახალი წლის დღესასწაულების მოლოცვისთვის.

 

საქართველოს ყოველთვის აქვს აშშ-ის მტკიცე მეგობრობისა და მხარდაჭერის იმედი, თავის მხრივ ჩვენმა ქვეყანამაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ არსებული სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად, შეძლო სტრატეგიულ მოკავშირედ და ერთგულ მეგობრად ქცეულიყო შეერთებული შტატებისთვის და დემოკრატიული ფასეულობების ერთგულებით დღემდე რჩება მის ძლიერ მოკავშირედ რეგიონში.

 

2018 წელი განსაკუთრებით გამორჩეული იყო ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში და უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმისათვის რომ მიმდინარე 2019 წელიც იქცეს საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გამყარებისა და განმტკიცების წლად“,- წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში, სადაც დონალდ ტრამპისა და მაიკ პომპეოს მისალოც ბარათებს აქვეყნებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner