logo_geo
eng_logo
„ქართულმა ოცნებამ“ კორცხელში დაპირისპირების მონაწილე პირები დაასახელა
- +

22 მაისი. 2016. 21:55


პარტია „ქართული ოცნების" პოლიტსაბოჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კორცხელში მომხდარი დაპირისპირების მონაწილე პირები დაასახელა.


როგორც მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კორცხელში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მოაწყვეს პროვოკაცია.


მისი თქმით, ზაზა კედელაშვილის ზონდერჯგუფის წევრები გიგა ბოკერიას დავალებებს ასრულებდნენ.


დღეს გამოჩნდა, რომნაციონალური მოძრაობა" არის გიგა ბოკერიას პარტია და კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისი ხელწერა, ბოკერიას კლანმა გაიმარჯვა მიშას კლანზე. ეს დადასტურდა ვაშაძის ამ პარტიიდან წამოსვლითაც, ეს გამოჩნდანაცების" ათეულითაც, რომ იქ გადაწყვეტილებების მიმღები არის ბოკერია. არჩევნები დღეს ტარდებოდა ბევრგან, მაგრამ დაპირპისრება მოხდა იქ, სადაც იყო ბოკერია და მისი ჯგუფი, ეს არის მისი ხელწერა. მიშას პარტია გადაიქცა ბოკერიას პარტიად. ზონდერჯგუფის წევრები, ზაზა კედელაშვილის მეთვალყურეობით, გიგა ბოკერიას მითითებით არეულობის მოწყობას გეგმავდნენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მისივე თქმით, დაპირისპირებაში მონაწილები ზონდერები არიან: სამეგრელოს კუდის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია; "თავისუფალი ზონის" წევრი,რომელიც 2012 წლამდე მუშაობდა ზუგდიდის საკრებულოში -  ვლადიმერ სხულუხია; აგრეთვე თენგიზ ჭანია, ანრი ბიჭინოვი, ილია მარტყოფლიშვილი, ირაკლი ჭანტურია და თეიმურაზ ლუტიძე.


რაც შეეხება კორცხელის საარჩევნო უბანზე მყოფ სპორტსმენებს, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ისინი პარტია "ქართული ოცნების" წევრები იყვნენ.


"საარჩევნო უბანზე იყვნენ ჩვენი პარტიის წევრი სპორტსმენები. ეს ზონდერები მივიდნენ მათთან და შეურაცხყოფა მიაყენეს, არა მარტო მათ, არამედ ადგილობრივ მოსახელობასჟურნალისტებსაც. სწორედ ამან გამოიწვია დაპირისპირება, ეს კარგი არ არის, მაგრამ ამის ინიციატორები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები", - განაცხადა მდინარაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner