იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია ადასტურებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერად გადანაცვლების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში მიიღო. ამის შესახებ ბესელია „ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
„ვადასტურებ, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე უარი მაშინვე ვთქვი, ახლა უკვე უარი ვთქვი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტზეც და მომავალშიც ნებისმიერ თანამდებობაზე ვიტყვი უარს, თუკი ის იმ პრინციპებს შეეწინააღმდეგება, რომლებსაც მთელი ცხოვრება ვიცავდი და ვიცავ“, - აღნიშნა ბესელიამ.