logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი: ეკა ბესელია პრინციპული ადამიანია და დიდი ხანია ეწინააღმდეგება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროინდელ მოსამართლეებს
- +

15 იანვარი. 2019. 12:15

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, ეკა ბესელია არის გამოცდილი პოლიტიკოსი, კვალიფიციური იურისტი და მისი გადაწყვეტილებები პრინციპებს ეყრდნობა.

 

„მოსამართლეებთან დაკავშირებით ჩვენი ფრაქციის პოზიცია კარგად არის ცნობილი - ჩვენ არ ვუჭერდით არც იმ პროცედურას მხარს და არც იმ სიას, რომელიც წარმოდგენილი იყო. ახლა მიმდინარეობს მუშაობა მოსამართლეთა წარდგენის ახალი წესების შემუშავებაზე. რაც შეეხება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკა ბესელია არის გამოცდილი პოლიტიკოსი და კვალიფიციური იურისტი. მისი გადაწყვეტილებები ეყრდნობა პრინციპებს. ვინ როდის რა უთხრა და რა უპასუხა, მე არ ვიცი, მაგრამ ის რომ ის პრინციპული ადამიანია და დიდი ხანია ეწინააღმდეგება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროინდელ სასამართლოს წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ მთელ რიგ გადაწყვეტილებებში, ეს დიდი ხანია ცნობილია. მე მჯერა, რომ ეს მისი პოზიციის განმსაზღვრელი იყო“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner