logo_geo
eng_logo
ოთარ დანელია: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებზე არ უნდა გასხვისდეს
- +

15 იანვარი. 2019. 12:17

 

 

 

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, იმ პერიოდში, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების მორატორიუმი გაუქმებული იყო, მიწების უცხოელებზე გასხვისება არ მომხდარა. როგორც დანელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ახალი კონსტიტუცია უკვე ძალაშია შესული და თებერვლიდან დაიწყება კანონის ინიცირება, რომელიც დაარეგულირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების საკითხს.

 

„რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ამ პერიოდში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ მომხდარა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ძალაშია შესული მორატორიუმი და თებერვლიდან უნდა დავიწყოთ კანონის ინიცირება, რომელიც დაარეგულირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების საკითხს.

 

მე ვემხრობი, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებზე არ უნდა გასხვისდეს. უფრო მეტიც, აუცილებელია, შემოღებულ იქნეს კრიტერიუმები, რაზეც უკვე ვმუშაობთ და ამასაც წარმოვადგენთ ორგანული კანონის პარალელურად, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესაბამის ათვისებას,“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

მისი ინფორმაციით, აგრარულ საკითხთა კომიტეტს უკვე გაწერილი აქვს კონკრეტული პრინციპები, რომელსაც ახალი რეგულაცია ეყრდნობა და რომელიც სოფლის უფრო მეტად განვითარებას ითვალისწინებს.

 

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გაწერილი გვაქვს ის კონკრეტული პრინციპები, რომელსაც ეყრდნობა ახალი რეგულაცია და რომელიც ითვალისწინებს სოფელში უფრო მეტ სტიმულს, სოფლის უფრო მეტად განვითარებას, ტექნოლოგიების შემოღებას და უფრო უკეთეს პირობებს შეუქმნის საქართველოს მოქალაქეებს იმისთვის, რომ დაამუშაონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები.

 

აღნიშნული პრინციპებიდან აღსანიშნავია ერთ-ერთი, რომელიც იძლევა გრძელვადიანი იჯარის უფლებას ფიზიკურ პირებზე. ეს დღესაც არ არის აკრძალული, მაგრამ აქ აღსანიშნავი გახლავთ ის, რომ ერთჯერადი გადახდით შეუძლია მიწის მეპატრონემ მიიღოს თანხა, რომელიც იქნება 10-15 წელზე გათვლილი იჯარის საფასური, რაც ერთი მხრივ, მას მისცემს შემოსავალს და მეორე მხრივ, არ დაუკარგავს საკუთრების უფლებას,“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner