logo_geo
eng_logo
ვენესუელის პრეზიდენტმა მინიმალური ხელფასი 300%-ით გაზარდა
- +

15 იანვარი. 2019. 14:28

 

 

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, მინიმალური ხელფასი 300%-ით გაზარდა.

 

დასაქმებულები ვენესუელაში მინიმუმ 18 ათას ბოლივარს მიიღებენ, რაც დაახლოებით 6,7 დოლარს უდრის.

 

როგორც  „Reuters“ წერს, ამ თანხით ვენესუელაში 10 ცალ კვერცხს ან ერთ კილოგრამ საქონლის ხორცს იყიდი.

 

მინიმალური ხელფასის გაზრდის პირობა ვენესუელის ლიდერმა ნიკოლას მადურომ 10 იანვარს საინაუგურაციო გამოსვლაში დადო.

 

ხელფასები ქვეყენაში არსებული ჰიპერინფლაციის ფონზე გაიზარდა, რაც ადგილობრივი ეკონომისტების შეფასებით, მოქალაქეების ცხოვრების პირობებს ვერ გააუმჯობესებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner