logo_geo
eng_logo
„ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა 2019 წლის ბოლოდან ან 2020 წლის დასაწყისიდან მთელ საქართველოში ამოქმედდება“
- +

15 იანვარი. 2019. 14:47

 

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა 2019 წლის ბოლოდან ან 2020 წლის დასაწყისიდან მთელ საქართველოში ამოქმედდება.

 

„თვისობრივად, ის ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს. ქაღალდის მატარებლების კუთხით სრული კონტროლი თითქმის შეუძლებელია. საქართველოში წელიწადში 14 მილიონი ვიზიტი ხორციელდება და ელექტრონული ჯანდაცვა საშუალებას გვაძლევს, რომ სწორი კლასიფიკაცია და ნორმიდან გადახრის რაიმე პარამეტრი გვაჩვენოს და ხარისხის კონტროლის ძალიან კარგი მექანიზმია. დიდ ქალაქებში იმიტომ დავიწყეთ, რომ ეს გარკვეულ ინფრასტრუქტურას, მოწყობილობასა და კომუნიკაციას მოითხოვს, რომელიც ჯერჯერობით ყველა რაიონში არ არის, მაგრამ წლის ბოლოდან ანუ მომავალი წლის დასაწყისიდან მთლიანად საქართველოს მასშტაბით გახდება სავალდებულო“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოში ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ამოქმედდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner