logo_geo
eng_logo
დათო გოგიშვილი „ნაციონალებს“: თქვენ ზონდერები და ძალადობა გიკვირთ?
- +

22 მაისი. 2016. 22:52


„ძალადობა არცერთ შემთხვევაში არ არის კარგი და არ მივესალმები, მაგრამ ქარი თესეთ ბატონებო წლების განმავლობაში და ქარიშხალს იმკით რა..."- ჟურნალისტი, იუმორისტი დათო გოგიშვილი კორცხელის თემში 53-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკურ დაპირისპირებას აფასებს და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" იმას იმკის, რაც დათესა. თუმცა, გოგიშვილის თქმით, ძალადობა არც ერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული.


„მე მახსოვს წინასაარჩევნო პერიოდში რეებს კადრულობდით, თქვენ ზონდერები და ძალადობა გიკვირთ?

 

 ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალადობის წახალისებას ვახდენდე რამე ფორმით, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ყველა მსგავს ფაქტებს აქვს თავისი ობიექტური საფუძველი, მაგრამ არა გამართლება..."- წერს გოგიშვილი.


 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner