ფონდი „ქართუს“ შეთავაზების შემდეგ, პრობლემური სესხების განულების პროექტში დამატებით 14 საფინანსო ორგანიზაცია ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
„2019 წლის 1 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში, პრობლემური სესხების განულების პროექტში კიდევ 14-მა საფინანსო ორგანიზაციამ გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი და გაყიდა საკუთრებაში არსებული სესხები.
ამჟამად, საიტზე vali.ge დამატებით ატვირთულია შემდეგი ორგანიზაციებიდან შეძენილი 58,241 სესხი:
ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 609 ათას 542 მსესხებლის, 1,360, 991 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა შეადგენს 4,027,099,783 ლარს.
შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა:
ასევე, შეთანხმება მიღწეულია 2 ორგანიზაციასთან სესხების შეძენის თაობაზე და მათი მონაცემებიც უახლოეს პერიოდში განთავსდება ვებგვერდზე www.vali.ge, აღნიშნული ორგანიზაციებია:
შეგახსენებთ, რომ 15 იანვრამდე ფონდი „ქართუს“ კარი ღია იყო ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებდა უკვე დასახელებულ პირობებს. შესაბამისად, აღნიშნულ ვადაში ყველას ჰქონდა შესაძლებლობა შეერთებოდა სასესხო ვალდებულებების პატიების ამ ერთჯერად პროგრამას.