logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: დიდი ქარცეცხლიანი დღეები გამოვიარეთ! ამ დროშით მახსოვს ჩვენი ეროვნული გმირები!
- +

15 იანვარი. 2019. 21:00

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს:

 

„დღეს სახელმწიფო სიმბოლიკის დროშის დღე აღინიშნება! თუმცა ჩემთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია ეროვნული, შინდისფერი ალამი! დროშა რომელიც ძალიან მიყვარს! ამ დროშის ქვეშ გაიარა ჩემმა ბავშვობამ, სკოლის მოსწავლეობამ და სტუდენტობამ! დიდი ქარცეცხლიანი დღეები გამოვიარეთ! ამ დროშით მახსოვს ჩვენი ეროვნული გმირები! ამ დროშით იკრძალებოდნენ სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილები! ამ დროშის ქვეშ ორჯერ გამოცხადდა დამოუკიდებელი საქართველო! მიყვარს და ვაფასებ! ცხადია მეც მაქვს სახლში, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები და ვინახავ, როგორც რელიკვიას და ისტორიულ ალამს!

ps: შეიძლება ცხოვრებაშიც კიდევ დამჭირდეს!“ - წერს შონია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner