ბოლნისში დღეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.
მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა.
მთავრობის მეთაურებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.