logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: აგონიაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ მსგავს პროვოკაციებს არჩევნების დღესაც მოაწყობს!
- +

22 მაისი. 2016. 23:30


ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში კორცხელში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას აფასებს და აღნიშნავს, რომ რადგან „ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ძალადობრივ პოლიტიკაზე, ვალდებულია „ნაციონალური მოძრაობის" ნებისმიერ პროვოკაციას ღირსეულად დახვდეს და გარემო დაასტაბილუროს.

 

„ხელისუფლება, რომელსაც ოპონენტად „ნაციონალური მოძრაობა" ჰყავს, უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ ყოფილი მმართველი პარტია ყოველი ფეხის ნაბიჯზე მოაწყობს პროვოკაციებს.

 

სწორედ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ძალადობაზე, რასაც გასული ოთხი წელი ადასტურებს, უნდა გაითვალისწინოს თავისი პოლიტიკაც, ყოფილი მმართველების სტრატეგიებიც და დახვდეს მზად "ნაციონალური მოძრაობის" პერმანენტულ პროვოკაციებს - უნდა უზრუნველჰყოს უსაფრთხოების დაცვა და საზოგადოებრივი სტაბილურობა.

 

ის, რაც დღეს მოხდა ერთ ადგილას, არის ნიშანი იმისა, რომ აგონიაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა" მსგავს პროვოკაციებს შეეცდება როგორც დარჩენილი თვეების განმავლობაში, ისე, განსაკუთრებით არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ.

 

ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა აღკვეთოს პროვოკაციები და უზრუნველჰყოს საზოგადოების სიმშვიდე, ასევე აღკვეთოს საზოგადოებრივი დესტრუქციები თუნდაც პროვოკატორების საპასუხოდ.

 

ვწუხვარ და მრცხვენია და როგორც ერთი მოქალაქე, საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი რამდენიმე მოქალაქის ნაცვლად, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ და ცდილობენ საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლას, ჩვენს თანამოქალაქეებს კი ვთხოვ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან 2016 წლის არჩევნები უფრო მკვეთრ წერტილს დაუსვამს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლობას ხელისუფლების ამა თუ იმ შტოში, იქამდე კი ყველამ მაქსიმალური სიმშვიდით და სახელმწიფოს ინტერესების დაცვით სრული მოთმინება გამოვიჩინოთ„- აღნიშნავს გამზარდია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner