სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კოპიტნარში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ბალახს უკიდია.
მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველთა ექვსი ჯგუფი ცდილობს.
„მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა. ამ ეტაპზე, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის“, – განაცხადა პირველ არხთან იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ვოვა ჯღამაძემ.