logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე პარიზში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

16 იანვარი. 2019. 03:10

 

 

საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე პარიზში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი საფრანგეთიდან იუწყება.

 

დიასპორის წარმომადგენლების ნაწილი საფრანგეთში პოლიტიკურ ემიგრაციაში წასული ქართველი პოლიტიკოსების შთამომავალია.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართული სათვისტომოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაში. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი ოფიციალური ვიზიტიც სწორედ ამას ემსახურება.

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით წარმატების შესანარჩუნებლად და ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner