„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" დამფუძნებლის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა!" საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კორცხელის თემში მომხდარი პროვოკაციის მსგავს პროვოკაციებს უფრო მოუხშირებს:
„ნაციონალებს შევარდნაძის პერიოდის დროინდელი ტექნოლოგიების გადმოტანა უნდათ.
ქმნიან ხელოვნურად პროვოკაციებს და მერე ცდილობენ წამებულის მანტია მოისხან.
"ბოლნისის" მოდელი ამ ქვეყანაში აღარ გამოვა. 2016 წელია, 2003 კი არა."