logo_geo
eng_logo
კახა კალაძე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს მადლობას უხდის
- +

16 იანვარი. 2019. 12:25

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

 

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ადამიანები, ბოლო პერიოდში გავრცელებული ვირუსული დაავადებების გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და მოქალაქეებს თავდაუზოგავად ემსახურებიან.

 

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც ბოლო პერიოდში გავრცელებული ვირუსული დაავადებების გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან თბილისსა და თბილისელებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადები დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებითა და მძღოლებით. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის მართვა არ შედის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის საქმიანობაში, მოსახლეობის მხრიდან ზარები არ წყდება. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა მაქსიმალურად ემსახურონ თბილისსა და თბილისელებს. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს იმ საქმიანობისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ. ისინი მართლაც გმირები არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner