ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული პაციენტების რაოდენობამ იკლო. ამ დროისთვის საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 28 ადამიანი მკურნალობს, აქედან ორი მართვით სუნთქვაზეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა. მისივე თქმით, იკლო როგორ მიმართვიანობის, ასევე სტაციონარულ შემთხვევაშიც.