logo_geo
eng_logo
20-31 იანვარს, პროექტის „მხატვრები ვეტერანების დასახმარებლად“ ფარგლებში, ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
- +

16 იანვარი. 2019. 15:08

 

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში წარმოებული საომარი მოქმედებების შშმ ვეტერანის, თადარიგის პოლკოვნიკ თეიმურაზ ელისაშვილის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 20-31 იანვარს, პროექტის „მხატვრები ვეტერანების დასახმარებლად“ ფარგლებში, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, კერძო კოლექციებში დაცული ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

 

გამოფენა შეჭირვებული ვეტერანების დასახმარებლად იმართება და ნამუშევრების რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილი მათ გადაეცემათ.


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: ლადო გუდიაშვილის (პარიზის პერიოდი), ზურაბ ნიჟარაძის (60-იანი წლები), ჯიბსონ ხუნდაძის, ვლადიმერ ცაგარელის, თენგიზ და გია მირზაშვილების, რუსუდან ჯავრიშვილის, ბუდუ სირბილაძის, ოლეგ ტიმჩენკოს, ირაკლი სუთიძის, ირაკლი ოჩიაურის და თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები. ექსპოზიციაზე, ასევე, გამოფენილი იქნება XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე მხატვრების ი. შტენბერგის, ს. ივანოვის, ა. ნოვიკოვის და კ. ნაკოვის ნამუშევრები. 


გამოფენა გაიხსნება 20 იანვარს, 17 საათზე. 
მისამართი: ლ. გუდიაშვილის ქ. N7.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner