ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში წარმოებული საომარი მოქმედებების შშმ ვეტერანის, თადარიგის პოლკოვნიკ თეიმურაზ ელისაშვილის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 20-31 იანვარს, პროექტის „მხატვრები ვეტერანების დასახმარებლად“ ფარგლებში, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, კერძო კოლექციებში დაცული ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
გამოფენა შეჭირვებული ვეტერანების დასახმარებლად იმართება და ნამუშევრების რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილი მათ გადაეცემათ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: ლადო გუდიაშვილის (პარიზის პერიოდი), ზურაბ ნიჟარაძის (60-იანი წლები), ჯიბსონ ხუნდაძის, ვლადიმერ ცაგარელის, თენგიზ და გია მირზაშვილების, რუსუდან ჯავრიშვილის, ბუდუ სირბილაძის, ოლეგ ტიმჩენკოს, ირაკლი სუთიძის, ირაკლი ოჩიაურის და თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები. ექსპოზიციაზე, ასევე, გამოფენილი იქნება XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე მხატვრების ი. შტენბერგის, ს. ივანოვის, ა. ნოვიკოვის და კ. ნაკოვის ნამუშევრები.
გამოფენა გაიხსნება 20 იანვარს, 17 საათზე.
მისამართი: ლ. გუდიაშვილის ქ. N7.