logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: საბაჟო მონიტორინგის შესახებ საქართველო-რუსეთის ხელშეკრულება რამდენიმე თვეში ამოქმედდება
- +

16 იანვარი. 2019. 15:51

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საბაჟო მონიტორინგის შესახებ საქართველო-რუსეთის ხელშეკრულება რამდენიმე თვეში ამოქმედდება.

 

„ამასთან დაკავშირებით საქართველომ სერიოზული საქმიანობა გასწია. ეს არის 2011 წლის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს საბაჟო მონიტორინგს. ამის შემდეგ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით შვეიცარულ კომპანიასთან, რომელთანაც გაფორმდა შეთანხმება. ამ დროისთვის კორიდორების ამოქმედებასთან დაკავშირებით ტექნიკური პროცედურები მიმდინარეობს და ველით, რომ ამ პროცესის შემდეგ შეთანხმება ამოქმედდება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

ამასთან, მინისტრის თქმით, ხშირად, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საკითხის პოლიტიზება ხდებოდა, რაც მიუღებელია.

 

„პირველ რიგში, ეს ითვალისწინებს საბაჟო მონიტორინგს კორიდორში და არა სატრანზიტო საკითხებს. ვფიქრობ, ამით შესაძლებელი იქნება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამავალი ტვირთების ზუსტი მონიტორინგი და აღრიცხვიანობა მოხდეს. აუცილებელია, ტექნიკური სამუშაოების შეთანხმება შესაბამის ფორმატებში და ვფიქრობ, რამდენიმე თვეში შესაძლებელი იქნება, აღნიშნული შეთანხმება ამოქმედდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

საქართველო-რუსეთს შორის „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების“ შესახებ შეთანხმება 2011 წელს გაფორმდა. ამის შემდეგ, 2017 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია „Société Générale de Surveillance SA SGS“-ს შორის. სწორედ ამ კომპანიამ უნდა განახორციელოს ტვირთების მონიტორინგი. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით, შეთანხმების ეფექტიანად განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა, რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ხელმძღვანელობს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner