კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებას „ნაციონალურ მოძრაობასა" და მოქალაქეებს შორის საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
სოციალურ ქსელებში „ნაციონალური მოძრაობის" წევრების, ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და თენგიზ გუნავას ცემის ფაქტს აქტიურად განიხილავენ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასევე დაშავებულები არიან „ქართული ოცნების" წარმომადგენლები.
საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, საზოგადოების მხრიდან წამოსულ აგრესიას არაერთგვაროვნად აფასებს. ნაწილს მიაჩნია, რომ ძალადობა დაუშვებელია, თუმცა ნაწილის აზრით, წინა ხელისუფლების პირობებში გამწარებულმა ხალხმა სამართლიანობის აღდგენა თავად დაიწყეს.
„რეპორტიორი" გთავაზობთ საზოგადოების აზრს- როგორ აფასებს ხალხი კორცხელის თემში მომხდარ დაპირისპირებას?
ბექა ხოფერია: ეს თქვენ 26 მაისისთვის და ყველაფრისთვის რაც იმ სისხლიანი 9 წლის განმავლობაში აკეთეთ!!!
პაატა აბულაძე: ახლა მითხარით მე უფრო მაგარი ნაცემი ვარ 26 მაისს თუ გარეწარი ბოკერია? ასე როგორ გამიმეტეთ განსხვავებული აზრის გამო...
შოთა გლურჯიძე: „ნაცემიანალური" მოძრაობა... მაგათ კიდევ ბევრჯერ სცემენ, მე ბოლოს ერთად დავგმობ!!!
ბექა მჭედლიშვილი: ჩემზე მეტად რო გეზიზღებოდეთ ნაცები თავის მიშათი, ალბათ არ არის საჭირო რომ თქვენი ოჯახი და ცხოვრება გაენადგურებინა. „ლიჩნად" მიშამ მოსპო ჩემი ოჯახი, პატარაობაშიც და ახლაც ერთადერთი ოცნება მქონდა - უმაგრესი ოჯახი მყოლოდა. მყავდა კიდეც და ყველაფერი თავზე დაგვამხო. ახლა 24 წლის ვხდები და მე მეყოლება უმაგრესი ოჯახი როცა ვინმე შემიყვარდება და ზუსტად ვიცი, რომ არ ვიცხოვრებ ქვეყანაში, სადაც წინასაარჩევნოდ თავ-პირს ალეწავენ ერთმანეთს და მინიმუმ იმიტომ რომ ეს მარაზმი ჩემმა შვილმა არ უნდა ნახოს
ნიკოლოზ მჟავანაძე: არც წალენჯიხიდან, არც ზუგდიდიდან და არც დარჩენილი ქალაქებიდან ავტობუსები არ დაიძვრება „ნაცებო" თქვენს დასახმარებლად.
როცა ხელისუფლება სამართლიანობას ბოლომდე არ აღდგენს ამას უკვე ხალხი აკეთებს! ეს მოხდა სამეგრელოშიც. ეს პროცესი შეიძლება აღარც გაჩერდეს და „ნაც დამნაშავეების" მიმართ ანგარიშსწორებები დანარჩენ საქართველოშიც გაგრძელდეს.
ლევან ლორთქიფანიძე: „დაჟე" გიგა ბოკერიას ცემაც კი არ შეიძლება, არ არის ნორმალური!!!
ზვიად კირტავა: ლინჩის წესით ქვეყანა კი არ აშენდება, დაინგრევა!... ცემა-ტყეპა არაა გამოსავალი! ცემა-ტყეპა - უკან დაბრუნებაა... ხოლო არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნის წინ ოპონენტების ცემა-ტყეპა აბსოლუტურად დაუშვებელია!
ხათუნა ხოფერია: ხო... რაღაც მაკლდა დღეს ლექსიკონში... ბოლომდე ვერ გამოვთქვამდი იმას, რაც მოხდა. ჰო და, გამახსენდა...
ზუგდიდში ნაცები მიჯირყვნეს!...