logo_geo
eng_logo
მიხეილ ბატიაშვილი: მნიშვნელოვანია მედიის როლი, რომ სწორად და ინტენსიურად მიაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია
- +

16 იანვარი. 2019. 16:14

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  საზოგადებისათვის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობას იწყებს.  პრეზენტაციები რეფორმის ყველა ეტაპსა და მიმართულება მოიცავს და მიზანს საზოგადოებას საზოგადოების დეტალური ინფორმირება წარმოადგენს, თუ რა გაკეთდა რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც რეფორმის ფარგლებში განვითარების ახალი მოდელების ამუშავებას გულისხმობს. 

 

რეფორმათა პაკეტი განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს და კონკრეტულ  შედეგებზე და ფუნდამენტურ ცვლილებებზე იქნება ორიენტირებული. 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი, მედიის როლი, რომ სწორად და ინტენსიურად მიაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია განათლების რეფორმის შესახებ. განათლება  უმნიშვნელოვანესია ყველასთვის - ჩვენი შვილებისთვის, მშობლებისთვის, პედაგოგებისთვის. წინასწარ გიხდით მადლობას ამ თანადგომისთვის“, - განაცხადა ბატიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი რეფორმის ახალი მოდელზე, მის თითოეულ კომპონენტზე საზოგადოებას ყოველკვირეულად, მუდმივ რეჟიმში მიაწვდის ინფორმაციას. რეფორმის ახალი მოდელი მოიცავს როგორც სკოლამდელ და ზოგად განათლებას, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ინოვაციასა და ტექნოლოგიებს, უსაფრთხოებას, ეროვნულ გამოცდებს, ხარისხის უზრუნველყოფას უმაღლეს სასწავლებლებში, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვას, პროფესიულ განათლებას, მეცნიერებას, განათლების კლასტერებს და ა.შ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner