logo_geo
eng_logo
ევროკავშირი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საქართველოს 3,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს
- +

16 იანვარი. 2019. 16:45

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირის მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის, 13 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საქართველოს 3,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

 

„ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია მიზნად გვაქვს დასახული. ეს ფინანსური დახმარება სწორედ ამას გულისხმობს. ჩვენი ბოლო უმაღლესი დონის შეხვედრის დროს, რომელიც გასული წლის 21 ნოემბერს გაიმართა, ერთ-ერთი საკითხი ესეც გახლდათ. უკვე აღნიშნული იყო, რომ ამ ფინანსური დახმარებიდან 3,5 მილიარდი ევრო გათვალისწინებული იქნებოდა საქართველოსთვის. რამდენიმე ათეული მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც სწორედ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს და ევროკავშირის ამ ნაბიჯს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner