logo_geo
eng_logo
ტოჩინოშინს „საპარტნიორო ფონდმა“ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე პრიზი გადასცა
- +

16 იანვარი. 2019. 17:45

 

 

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაიამ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე ტოჩინოშინ ლევან გორგაძეს სპეციალური პრიზი გადასცა.

 

არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება რადიო JAKO FM-ის 13 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა. საუკეთესო სპორტსმენებს რადიოს ერთერთი დამაარსებლის, ქართველი მსახიობის, სახალხო არტისტისა და სპორტული კომენტატორის კოტე მახარაძის სიმბოლური პრიზები გადაეცათ. გამარჯვებულები JAKO FM-ის ერთერთმა დამაარსებელმა ჯამლეტ ხუხაშვილმა შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერტიფიკატებით და საჩუქრებით დააჯილდოვა.

 

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაიამ ტოჩინოშინის მნიშვნელოვან ტურნირზე ყოფნის გამო მისი კუთვნილი პრიზი ლევან გორგაძის დედას ნანა მარქარაშვილს გადასცა, ღონისძიებას მთავრობის, თბილისის მერიის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, დიპლომატიური კორპუსის, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და დამსახურებელი სპორტსმენები ესწრებოდნენ.

 

ლევან გორგაძე პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელი გახდა და საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა. ტოჩინოშინი მე-3 ევროპელი და მე-11 უცხოელია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო.  30 წლის ლევან გორგაძეს იაპონურ სუმოში 12-წლიანი კარიერის თავზე - ოძეკის (ჩემპიონის) პრესტიჟული წოდება მიენიჭა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner