იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საპროკურორო საბჭოში ახალი თავმჯდომარის დანიშვნას გამოეხმაურა, ნანა ხუნჯუას წარმატება უსურვა და უწყებას ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მიულოცა.
„პროკურატურაში ხუთწლიანი რეფორმა დასრულდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარის პოზიციაზე დღეს ორი კანდიდატურა დასახელდა, ადვოკატი ირმა ჭკადუა და პროკურორი ნანა ხუნჯუა, მან ხმათა უმრავლესობით (12 ხმა), საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2 წლის ვადით დაიკავა.
საპროკურორო საბჭოს სხდომა დღეს თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით ბოლოჯერ ჩატარდა.