logo_geo
eng_logo
„საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის და ამ მოტივით ადამიანების პასუხისმგებლობაში მიცემის კუთხით“
- +

16 იანვარი. 2019. 19:52

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვირშვილი, საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, რომელიც რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციებს ეხებოდა.

 

ნათია მეზვრიშვილმა, ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრა.

 

„მე ვისაუბრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ჩვენ ამ მიმართულებით გასული წლის დასაწყისში გადავდგით, თქვენ იცით, რომ იყო ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნა. სხვათაშორის, ეს იყო  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ამ კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც შესრულებულია და მთავარია ის, თუ როგორ რეაგირებს ამ კატეგორიის დანაშაულებზე სამინისტრო. გასული წლის მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ - 2018 წელს თუ შევადარებთ 2017 წელს, დეპარტამენტის საქმიანობამ აჩვენა, რომ საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს ზოგადად დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის და ამ მოტივით ადამიანების პასუხისმგებლობაში მიცემის კუთხით, მათ შორის არის რასობრივი შეუწყნარებლობის მოტივით.  სხვა მხრივ, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ ამ რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner