თბილისში, დიდ დიღომში აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ აფეთქება გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ამ ეტაპზე, დეტალური ინფორმაცია არ არის ცნობილი. სავარაუდოდ, შემთხვევისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.