დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ხუთი სასწრაფო დახმარების ბრიგადა მუშაობს. სავარაუდოდ, გარდაცვლილია ორი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.