ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.
აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.
დიდ დიღომში კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.