დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ბავშვი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის პრესსამსახურმა განუცხადა. პრესსამსახურისთვის ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მძიმე დაზიანება აქვთ არასრულწოვნებს მიღებული. კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ელოდებიან, რომელიც ბავშვების მდგომარეობას პირადად გაეცნობა.