logo_geo
eng_logo
დიდ დიღომში აფეთქებისას დაშავებულს თბილისის მერია დახმარებას აღმოუჩენს
- +

16 იანვარი. 2019. 22:56

 

 

​დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, დღეს დიდ დიღომში აფეთქებისას დაშავებულს თბილისის მერია დახმარებას აღმოუჩენს.

 

„ნებისმიერ დაზარალებულ ოჯახს, ყველას მაქსიმალურ ყურადღებას და დახმარებას აღმოუჩენს თბილისის მერია, არც ერთი ადამიანი თავშესაფრის გარეშე არ დარჩება. შესაბამისი საცხოვრისებით ყველა უზრუნველყოფილი იქნება და მუნიციპალიტეტის ჩართულობა იქნება მაქსიმალური“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

 

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა ხუთი ადამიანი, აქედან სამი ბავშვია. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დიდ დიღომში კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია.

 

არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner