დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი წლის ბავშვი დაიღუპა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „იმედის კლინიკის“ ექიმმა განუცხადა.
ოთხი წლის ბავშვის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
რაც შეეხება იაშვილის კლინიკაში მყოფ პაციენტებს, მინისტრის ინფორმაციით, კლინიკაში ექვსი ბავშვი რჩება, აქედან ხუთის მდგომარეობა არის მსუბუქი, ხოლო ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.
დავით სერგეენკოს განცხადებით, აფეთქების შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პაციენტი იმყოფება ღუდუშაურის კლინიკაში, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.