საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო მთელ ქვეყანას მიუსამძიმრა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი იაშვილის კლინიკაში გააკეთა, სადაც დაშავებულები მოინახულა.
„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.
მინდა, მივუსამძიმრო ეს ტრაგედია ყველას. იაშვილის კლინიკაში ექვს პატარა პაციენტს ვმკურნალობთ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დღეს, ღამის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნებიან პატარები და შემდეგ უკვე დილით იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათი ოჯახში დაბრუნების შესახებ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.