logo_geo
eng_logo
აფეთქების შედეგად დაშავებული გოგონას მდგომარეობა მძიმეა, მისი 4 წლის ძმა და დედა კი გარდაიცვალნენ
- +

17 იანვარი. 2019. 00:55

 

 

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი გოგონას მდგომარეობა, რომლის ფოტომ facebook-ი შეძრა, მძიმეა, მისი 4 წლის ძმა კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Ambebi.ge ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ასევე მძიმეა გოგონას მეორე მცირეწლოვანი ძმის მდგომარეობაც.

 

აფეთქება ფირალიშვილების ოჯახში მოხდა. გარდაცვლილებს შორის ბავშვების დედაც არის.

 

„სახლში ახალი მისული ვიყავი, აფეთქების ხმა გავიგე, ბავშვების ხროტინის ხმა მესმოდა, ჩემი ხელით გამოვიყვანე ჩემი შვილები", - აცხადებს ბავშვების მამა ფრიდონ ფირალიშვილი.

 

მისი თქმით, აფეთქების დროს მათთან ოჯახში სტუმრად მისი მეუღლის დაც იმყოფებოდა, რომლის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

 

თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი.

 

ფოტო - წყარო - interpressnews.ge 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner