კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს თბილისში მომხდარი აფეთქების გამოძიება და დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მუშაობს საგანგებო რეჟიმში.
ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე.
დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს“, – აცხადებენ კომპანიაში.
აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა შვიდი ადამიანი.