საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, დიდ დიღომში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. განკარგულების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.